logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, მთაწმინდის გამწვანების თაობაზე, მისასალმებელია
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:25

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, მთაწმინდის გამწვანების თაობაზე, მისასალმებელია.

 

„ჩვენ ქალაქში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. ეს არის გამხმარი და დაავადებული ფიჭვები. მერიამ დაიწყო ამაზე მუშაობა. ჩვენ ამ გამხმარ ხეებს ვჭრით. მაგრამ ძალიან პრობლემურია ეს საკითხი, რადგან ამ ხეებს აქვთ გადამდები დაავადება. ეს არის დამაზიანებელი ჯანსაღი ხეებისთვის. მთაწმინდა-კუს ტბის ტერიტორიები სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის ამ თვალსაზრისით.

 

შესაბამისად, ძალიან მისასალმებელია ის გადაწყვეტილება, რომ მოხდება ამ ხეების ჩანაცვლება. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ბიზნესს ჩართულობისკენ, რადგან ეს ყველას პრობლემაა.

 

ეს მოხდება ბიძინა ივანიშვილის პირადი ხარჯებით და დაახლოებით 15 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner