დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ოპონენტების განცხადებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საპატრიარქოს მიმართ განხორციელებული შეტევა, სავარაუდოდ, სწორედ მათი ორგანიზებულია.
„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც ჩვენ ვისმენთ - ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საპატრიარქოსთან მიმართებით. მათი განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ შეტევა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელდა საპატრიარქოს მიმართ, სავარაუდოდ, ზუსტად ამ ადამიანების ორგანიზებული იყო“, - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, ნამდვილად შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი მეუფე პეტრეს, კალაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.