logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ოპონენტების განცხადებებით დასტურდება, რომ საპატრიარქოს მიმართ განხორციელებული შეტევა, სავარაუდოდ, ამ ადამიანების ორგანიზებული იყო
- +

5 ნოემბერი. 2019. 10:43

 

 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ოპონენტების განცხადებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საპატრიარქოს მიმართ განხორციელებული შეტევა, სავარაუდოდ, სწორედ მათი ორგანიზებულია.

 

„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც ჩვენ ვისმენთ - ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საპატრიარქოსთან მიმართებით. მათი განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ შეტევა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელდა საპატრიარქოს მიმართ, სავარაუდოდ, ზუსტად ამ ადამიანების ორგანიზებული იყო“, - განაცხადა კალაძემ.

 

კითხვაზე, ნამდვილად შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი მეუფე პეტრეს, კალაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner