logo_geo
eng_logo
შპს „ჰერბიას“ დამფუძნებელი: წყალტუბოს განვითარების პროექტში და ინვესტირებაში მონაწილეობას მივიღებთ
- +

4 ნოემბერი. 2019. 19:37

 

„წყალტუბოს განვითარების პროექტში და ინვესტრებაში მონაწილეობას მივიღებთ“, - აცხადებს სასათბურე მეურნეობა  „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე.

 

„მე იმ თაობას წარმოვადგენ, რომელსაც კარგად ახსოვს ძველი წყალტუბო. გამახარა ამ ფაქტმა. მნიშვნელობა არ აქვს, ამას კერძო ინვესტორი გააკეთებდა თუ სახელმწიფო. მნიშვნელოვანია ის,  რომ წყალტუბო ცნობილია არა მარტო საქართველოში, ამ უნიკალურ კურორტს ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც იცნობენ. პოტენციალი არსებობს, საინტერესო პროექტია, მივიღებთ მის განხილვასა და ინვესტიცირებაში მონაწილეობას“,- აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

 

როგორც ზურაბ ჯანელიძე აღნიშნავს,  პატარა საწარმოდან გამომდინარე, კარგად ჩანს, როგორი მოთხოვნადია  კომპანიის  პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ ბაზარზე.

 

„აქ უკვე ახალი ბაზარი გამოჩნდა, ქართული, წყალტუბოს ბაზარი, დამსვენებელი თავისთავად ამ პროდუქტზე იქნება ორიენტირებული. 70-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სასათბურე მეურნეობა იყო, რომელიც ზუსტად იმიტომ იყო აგებული, რომ წყალტუბოში დაახლოებით 150 000-მდე ადამიანი, რომელიც მუდმივად ისვენებდა წლის განმავლობაში , უზრუნველყოფილიყო ქართული ხარისხიანი პროდუქტით“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner