logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა და ირინა ფრუიძე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელს შეხვდნენ
- +

4 ნოემბერი. 2019. 20:14

 

 

სოფიო ქაცარავა და ირინა ფრუიძე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კატარინა ვიზერს შეხვდნენ

 

მხარეებმა საქართველო-ავსტრიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივა, ფორმატის 10-წლიანი გამოცდილება და მის ფარგლებში გატარებული რეფორმები, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები და მიმდინარე დღის წესრიგი.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს მიმართულება სახელმწიფოს დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს.

 

ირინა ფრუიძემ შეხვედრისას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საპარლამენტო თანამშრომლობის როლზე და სამოქმედო დღის წესრიგზე ისაუბრა.

 

შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდა ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner