logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: 3 წელიწადში, ჩემს საკუთრებაში არც ერთი სასტუმრო არ იქნება
- +

4 ნოემბერი. 2019. 20:42

 

 


მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ჟურნალ Entrepreneur-თან ინტერვიუში, წყალტუბოს პროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ 3 წელიწადში, მის საკუთრებაში არც ერთი სასტუმრო არ იქნება, ამ პროექტიდან კი, სარგებელს ათასობით ადამიანი ნახავს.

 

მისივე თქმით, იგი სახელმწიფოს იმ ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში ეხმარება, რასაც ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გასწვდებოდა.   

 

"იქ მთელი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, წყლის რესურსის სწორი გამოყენებით, ერთიანი სპასისტემის შექმნით. ერთი და ორი სასტუმროს გაკეთებას აზრი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოხდეს კომპლექსურად, ერთიანი გეგმის ფარგლებში.

 

როცა ბიზნესი დაინახავს, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა და 3 წელიწადში, შესაძლოა, სერიოზული შემოსავლები მიიღოს, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან უზარმაზარი ინტერესი იქნება. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში.

 

რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი ათასობით ადამიანი ნახავს.

 

მთავარია, პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი. ერთიანი კონცეფციის ფარგლებში გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებები, შენობების არქიტექტურული და კულტურული ღირებულების შენარჩუნების პირობები და ობიექტების დასრულების ვადები მკაცრად უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალ Entrepreneur-თან ინტერვიუში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner