logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: აქამდეც მითქვამს და ვიმეორებ, ჩემი ქონების 90% ქველმოქმედებას მოხმარდება
- +

4 ნოემბერი. 2019. 20:53

 


მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ Entrepreneur -თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აპირებს, მისი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოახმაროს, მაგრამ არ აქვს იმის იმედი, რომ ოპონენტები ამას დაინახავენ და "ისევ სიყალბისა და ცილისწამების მეთოდს არ აირჩევენ ოპონირებისთვის".



როგორც ივანიშვილი განმარტავს, მას ურჩევნია, თუნდაც საგრძნობი დანაკარგით დაიბრუნოს ინვესტიციის ნაწილი, რომელმაც კატალიზატორის როლი უკვე შეასრულა და დროულად წარმართოს ეს სახსრები ფართო, საზოგადო მნიშვნელობის ამოცანებზე, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძლივად ჩატოვოს.   

 

მე ადრეც არაერთხელ მაქვს გაცხადებული და ახლაც ვადასტურებ, რომ ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო. სხვათა შორის, ეს განაცხადი, როგორც ჩანს, არ მოეწონათ სიცრუეზე და ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს და ყველანაირად ეცადნენ, მიეჩქმალათ იგი.

 

სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მე მირჩევნია, თუნდაც საგრძნობი დანაკარგით დავიბრუნო ინვესტიციის ნაწილი, რომელმაც კატალიზატორის როლი უკვე შეასრულა და დროულად წარვმართო ეს სახსრები ფართო, საზოგადო მნიშვნელობის ამოცანებზე, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძლივად ჩავტოვო ეს რესურსი. თუმცა, არც იმის ილუზია მაქვს, რომ ასეთი ინვესტიცია ტევადი, ანუ ძვირი პროექტების შეძენის სურვილი ბევრს გაუჩნდება და შესაძლოა, მათი მართვა დიდხანს მომიწიოს, მაგრამ პრინციპი არ იცვლება − ნებისმიერი შემოსავალი ამ ობიექტებიდან, ექსპლუატაციის პროცესშიც იმავე პროპორციით დაიხარჯება, როგორც გაყიდვის შემთხვევაში − 90/10-ზე.



სხვათა შორის, ოპონენტებს შეუძლიათ ქმედითი მონიტორინგი დააწესონ ამ პირობის შესრულებაზე, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ამას არ იზამენ − ისინი ხომ ფაქტებს და სიმართლეს ვერ უმკლავდებიან? ამიტომ ვვარაუდობ, რომ ისევ სიყალბისა და ცილისწამების მეთოდს აირჩევენ ოპონირებისთვის“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში.   

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner