საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდს მიმართავს თხოვნით, მრევლს 8 ნოემბრის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდონ, რომელიც საქართველოში, ქართული-პორნო-გეი ფილმის მასობრივი ჩვენების წინააღმდეგ არის მიმართული.
როგორც "რეპორტიორს" სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, მამათმავლების-სოდომის ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეკლესიის და წმინდა სინოდის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და მათი დახმარების გარეშე "ქართული მარში" ამ კინოჩვენებას ვერ ჩაშლის.
"საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდს! მოგმართავთ უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით - 8 ნოემბერს საქართველოში იმართება ქართული-პორნო-გეი ფილმის მასობრივი ჩვენება, რაც გახლავთ მამათმავლობის და გარყვნილების პროპაგანდის უპრეცედენტო გამოვლინება! ფილმში ნატურალურად არის ნაჩვენები გარყვნილი-ჰომოსექსუალური ურთიერთობა, რომელიც მიმდინარეობს ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ქართველ მამაკაცებს შორის! გეი-ფილმი არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის თვალსაჩინო მაგალითი,რომელიც სოდომის ცოდვის რეკლამას წარმოადგენს! ამ ფილმს აჩვენებენ მოზარდებს და ახალგაზრდებს! ქართველი პატრიოტები არ მივცემთ უფლებას, რომ გაიმართოს ამ ფილმის ჩვენება, რადგან ამითი შეურაცხყოფილი იქნება ქართველი ერი, მართლმადიდებელი მრევლი, ყველა ნორმალური ადამიანი! უდიდესი მოწიწებით გთხოვთ, ნუ მიგვატოვებთ მამათმავლების-სოდომის ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში! ეკლესიის და წმინდა სინოდის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მხოლოდ მშრალი განცხადებით ამ კინოჩვენებას ვერ ჩავშლით,ვფიქრობთ აუცილებელია მოწოდება მართლმადიდებელი მრევლის მიმართ,რომ გამოვიდნენ ქუჩაში და მშვიდობიანად გააპროტესტონ სოდომისტების მიერ ქართველი ერის შეურაცხყოფა! უმორჩილესად გთხოვთ - ნუ დაგვტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში", - მიმართავს "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე წმინდა სინოდს.