logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: დღეს ისეთი უსუსური ხალხი ალაპარაკდა, 9 წლის განმავლობაში შიშისგან ხმა რომ არ გაუღია
- +

8 ივნისი. 2016. 14:45



„ქართული ოცნება" იდეალური ნამდვილად არ არის", - აცხადებს პოეტი დავით მაღრაძე, თუმცა მისი თქმით, აღნიშნული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლიდან ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. პოეტი სიტყვის თავისუფლებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლების კრიტიკის არავის ეშინია.


 

მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ეს ძალა არ არის მოსახლეობაზე გადამტერებული, არა აქვს ვნებები, რომ ადამიანს ფასი დაუკარგოს და გააცამტვეროს. მთავარი მონაპოვარი კი ის მგონია, რომ დღეს ადამიანებს არ ეშინიათ ხელისუფლების. ეს ფაქტია, რაც კარგად ჩანს იმითაც, რომ დღეს ისეთი უსუსური ხალხი ალაპარაკდა, რომელსაც 9 წლის განმავლობაში შიშისგან ხმა არ გაუღია, ახლა კი გაქაფულები ერთდროულად ლაპარაკობენ ყველა არხზე, რაც ნიშანია იმისა, რომ არ ეშინიათ ხელისუფლების!" - აცხადებს მაღრაძე.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner