logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით დამემუქრნენ
- +

8 ივნისი. 2016. 14:56


 

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი 2012 წელს მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე მედიასთან საუბრობს. როგორც ოქიტაშვილმა „ვერსიას" განუცხადა, მას ქალიშვილის გაუპატიურებით დაემუქრნენ.

 

 

„2012 წლის არჩევნების წინ, განცხადება გავაკეთე, მართალია, არ ვიცოდი, „ოცნება" გაიმარჯვებდა თუ არა, მაგრამ რაღაც იმედი მომეცა, რომ ერთად ნორმალური ხალხი შეიკრიბა და ჩემს კოლეგებს მივმართე, იქ დადექით, სადაც სიმართლე იზეიმებს-მეთქი. დაფარული ნომრიდან დამირეკეს და მითხრეს, 14 წლის ქალიშვილი გყავს და გაუფრთხილდი, რომ ტყეში რაღაც მდგომარეობაში არ იპოვოო.

 

 

შვილის გაუპატიურებით დამემუქრნენ... ვიდრე თათა არ გათხოვდა, ამაზე არავისთვის მითქვამს! რომ გათხოვდა, ყველაფერი მოვუყევი... ვაიმე, ახლაც რომ ვიხსენებ, სულ ოფლმა დამასხა... არჩევნების შედეგების გამოცხადებას, ოჯახთან ერთად, ნინო სუხიშვილის სახლში ველოდი. მე და ჩემს მეუღლეს, ირინას ასეთი გეგმა გვქონდა, თუ „ოცნება" წააგებდა, გამზადებულები ვიყავით, რომ ბაქოში წავსულიყავით, სადაც ძალიან ახლობელი მყავს - ცნობილი სახალხო არტისტი თარანა მურადოვი... ვერ წარმოიდგენთ, შედეგები რომ გამოცხადდა, რა დღეში ვიყავით - ნახევარი საათი ვტიროდი და ვეღარ მაჩერებდნენ. მივხვდი, რომ ამ ქვეყნიდან ვეღარავინ გამაგდებდა და ბავშვები დაცულები იქნებოდნენ!" - იხსენებს ოქიტაშვილი.

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner