logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ევროპის ქვეყნები ფრთხილობენ!
- +

8 ივნისი. 2016. 14:59



საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების გაჭიანურების პროცესს რამდენიმე სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზს უკავშირებს „ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერი ზურაბ ქადაგიძე.


მისი თქმით, ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების საკითხი დამოკიდებული არაა მხოლოდ საქართველოზე.


„ევროსაბჭოში ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საქართველომ მასზე დაკისრებული მოვალეობები ზედმიწევნით კარგად შეასრულა, რაც ვიზა-ლიბერალიზაციის წინაპირობა უნდა გამხდარიყო,  მაგრამ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, სამწუხაროდ, ხელი შეუშალა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულებას.

 

 

ის ფაქტი, რომ გერმანია საქართველოს ხელს უშლის ევროინტეგრაციაში, იმ მიზეზით, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების ეშინიათ, ცალსახად სიცრუე გახლავთ და შეგნებულად ხდება საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რადგან ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა რიცხოვნობას. (გერმანიაში 2015 წელს არაგერმანელის მიერ  ჩადენილია    911 864 დანაშაული, ქართველების წილი აქედან არის 8085 დანაშაული 0,9%, რომლითაც ის ბოლოსწინა ადგილს იკავებს გერმანიაში მოქმედ უცხოელ კრიმინალებს შორის)", - განაცხადა ქაგადიძემ.


მისი თქმით, ვიზა-ლიბერალიზაციის შეფერხების რეალური მიზეზი სირიის კონფლიქტი და მიგრანტთა გაზრდილი რაოდენობაა ევროპის ქვეყნებში, რაც ევროპას მნიშვნელოვან ტვირთად დააწვა.


„ევროპის ქვეყნები ფრთხილობენ და არ სურთ ახალ მიგრანტთა მიღება, რომლის საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მიცემის თვალსაზრისით.  ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილის მიღების მომენტში, ჩვენს სახელმწიფოს მართებს, ევროპსაბჭოს თითოეულ წევრ ქვეყანასთან გამართოს ინდივიდუალური საუბრები, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და დაარწმუნოს ევროპის ქვეყნები, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაცია.  გამოვთქვამთ იმედს და გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვნად გააქტიურდება და მოკლე პერიოდში ჩვენ გავხდებით ევროპის სრულფასოვანი წევრი და პარტნიორი", - განუცხადა „რეპორტიორს" ქადაგიძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner