logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: ბევრმა მოსამართლემ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რასაც იმდროინდელი პოლიტიკური ხელისუფლება სამართალდამცავ სისტემაზე ახორციელებდა
- +

5 ნოემბერი. 2019. 12:33

 

პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენას განაგრძობს.

 

„წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო ვერ დადგა მოწოდების სიმაღლეზე, ბევრმა მოსამართლემ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რასაც იმდროინდელი პოლიტიკური ხელისუფლება ახორციელებდა სამართალდამცავ სისტემაზე და თქვენი აზრით, რა იყო ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც წინა ხელისუფლების დროს, სასამართლომ ობიექტური სასამართლოს ფუნქცია ვერ შეასრულა“, - ამ შეკითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ მოსამართლეობის კანდიდატს ლაშა ქოჩიაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

 

მერაბ ქვარაია დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის მოსაზრებით და შეფასებით  წინა ხელისუფლების პერიოდში მოქმედ სასამართლოსა  და არსებულ სისტემასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, არეული სახელისუფლებო ვექტორი, სადაც ერთი ვერტიკალი იყო მარტო და ადამიანს სიმართლის პოვნა უჭირდა იყო სწორედ იმ ნაკლოვანების მიზეზი, რამაც ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებათა დარღვევა და შედეგად, ადამიანების ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner