ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ტრადიციონალისტთა კავშირის" წევრმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პარტიათა გაერთიანების შესახებ ისაუბრა. ასათიანის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის" გარშემო ერთიანდებიან „ტრადიციონალისტთა კავშირი", „თავისუფლება", „თავისუფალი საქართველო", „ვეტერანთა კავშირი" და კიდევ რამდენიმე პარტია.
„პატრიოტთა ალიანსმა" რამდენიმე ხნის წინ წამოაყენა წინადადება პარტიათა გაერთიანების შესახებ. ოპოზიციური პარტიების დიდი საყოველთაო გაერთიანება ვერ მოხერხდა. კონსულტაციები ამ საკითხზე თითქმის ყველა რეიტინგულ თუ ნაკლებად რეიტინგულ პარტიებთან იყო. გაერთიანება მოხდა დაახლოებით 10 სუბიექტის „პატრიოტთა ალიანსის" გარშემო. „ტრადიციონალისტთა კავშირი", „თავისუფლება", კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო", „ვეტერანთა კავშირი" და კიდევ რამდენიმე სხვა პოლიტიკური გაერთიანება ვქმნით ამ ბლოკს და ვაპირებთ სერიოზულ მუშაობას. ყველა ამ პარტიას აქვს თავისი წარსულიც და მომავალიც",- განაცხადა ასათიანმა.