ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ამ არჩევნებში ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა და ჩვენ მოგვიწევს ძალთა გაერთიანება", - ამის შესახებ ირმა ინაშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა. მისი თქმით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ქმნის საარჩევნო ბლოკს, რომელიც უკვე 6 პარტიისგან შედგება.
„ჩვენ მოვუწოდეთ ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ. დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ 6 პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკი. ესენია: „დავით თარხან-მოურავი - პატრიოტთა ალიანსი", კონსტანტინე გამსახურდია „პარტია თავისუფლება", კახა კუკავა „თავისუფალი საქართველო", აკაკი ასათიანი „ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუა „ახალი ქრისტიან-დემოკრატები", გია ბერძენიძე „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" .
ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები იმსახურებენ საზოგადოების ნდობას. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ საზოგადოებისთვის მიუღებელ პარტიებთან; კონკრეტულად, „ნაციონალურ მოძრაობასთან", რესპუბლიკურ პარტიასთან. ხოლო სხვა პარტიებისთვის ჩვენი კარი ღიაა და ვეპატიჟებით მათ", - განაცხადა ინაშვილმა.
საარჩევნო ბლოკის სახელწოდებაა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გაერთიანებული ოპოზიცია".