logo_geo
eng_logo
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა მკლავჭიდელებს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა
- +

5 ნოემბერი. 2019. 17:40

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში გამართულ მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულებს, პრიზიორებს და მათ მწვრთნელს, კობა თუთბერიძეს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

 

მსოფლიო პირველობაზე ხობელებმა: საბა ლატარიამ (-15. 60კგ. ორგზის ჩემპიონი, ორივე მკლავით), საბა დანელიამ (-15. 55 კგ. მარჯვენა მკლავი) დათუნა ჟიშკარიანმა (-21 წლ. 60 კგ. მარჯვენა მკლავი) და გულადი ბუკიამ (მარჯვენა მკლავი) ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. II ადგილი გოგა დანელიამ (-18; 55კგ.), ხოლო III ადგილი გიგა კოდუამ დაიკავა.

 

შეხვედრას მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდა. მერმა ჩემპიონებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner