logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი: მომავალი არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდაა
- +

8 ივნისი. 2016. 15:19


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანი გამოცდაა, რომ შევამოწმოთ საქართველოს დემოკრატიის მოქნილობა და გაძლიერება.



ტუსკი სხვა საკითხებთან ერთად კორცხელში მომხდარ ინციდენტსაც შეეხო და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებულ ძალადობას „არასასიამოვნო ფაქტი" უწოდა.



ორმხრივ ურთიერობაში საკმაოდ დიდი წარმატებაა მიღწეული და საკმაოდ მძლავრი, ძალზედ ძლიერი განწყობა და სვლაა საქართველოს მოსახლეობისა ევროპის მიმართულებით, დემოკრატიის გაძლიერებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე. ნამდვილად სასიამოვნოა ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ძალზედ კარგად მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ ამისგან მაქსიმალური ნაყოფი და სარგებელი უნდა მივიღოთ.

 

ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება ოქტომბერში. სულ ახლახან მომხდარი ფაქტი, პარლამენტის დეპუტატებსა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გარკვეული ძალადობის შესახებ, ნამდვილად არასასიამოვნოა, თუმცა სასიამოვნოა, რომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები - აღიძრა საქმე. მადლობა ბატონო პრეზიდენტო იმისთვის, რომ თქვენ ძალზედ მკაფიოდ და ნათლად წარმოაჩინეთ თქვენი პოზიცია. ეს მოვლენები შესაბამისად შეაფასეთ. რაც მე მოვისმინე თქვენგან, ნამდვილად ბევრის მთქმელია.

 

მომავალი არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანი გამოცდაა იმისთვის, რომ შევამოწმოთ საქართველოს დემოკრატიის მოქნილობა და ძლიერება", - განაცხადა ტუსკმა.



ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ელოდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალ-ღონეს არ დაიშურებს იმისთვის, რათა მოხდეს ყველა პოლიტიკური ძალისთვის „ძალზედ მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს" უზრუნველყოფა.



ტუსკმა პრესკონფერენციაზე ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერაც დააფიქსირა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner