logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: საქართველო დაინტერსებულია, განავითაროს ეკონომიკური კავშირები ჩინეთის პროვინციებთან
- +

5 ნოემბერი. 2019. 21:07

 

ჩინეთის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთის განსუს პროვინციის გუბერნატორს თან ჟენძიენს შეხვდა. აღნიშნული პროვინცია ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარეობს, მისი მოსახლეობა კი 25 მლნ ადამიანს აჭარბებს.


ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო დაინტერსებულია, განავითაროს ეკონომიკური კავშირები ჩინეთის ცალკეულ პროვინციებთანაც. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს, აგრეთვე ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ურთიერთობის გაღრმავებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრმა განსუს პროვინციის გუბერნატორი საქართველოში მოიწვია, რომლის დროსაც განისაზღვრება თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

 

როგორც „რეპორტიორს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ხაზი გაუსვეს მათი გაღრმავებისა და განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ქვეყნების წარმატებით თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ პლატფორმებზე. მათ შორის, ხაზი გაესვა სარტყელისა და გზის ინიციატივას, რომელმაც ბიძგი მისცა თვისობრივად ახალი ტიპის თანამშრომლობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის.

 

თავის მხრივ, განსუს პროვინციის გუბერნატორმა ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები განსუს პროვინციაში დაგეგმილ ეკონომიკური პროფილის გამოფენებზე მოიწვია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი, ღვინის წარმოება, განახლებადი ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და სხვ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ აღნიშნული პროვინციის ადმინისტრაციის წევრები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner