logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: ბიძინა ივანიშვილს ვეთანხმები...
- +

8 ივნისი. 2016. 15:21


„ტრადიციონალთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. ასათიანის განცხადებით, ეთანხმება  ივანიშვილს  რამდენიმე საკითხში, როგორიცაა ადამიანის უფლებები და საერთაშორისო მიღწევები. ასათიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიღწევაა, რუსეთის აგრესია არ მოხდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვიზა-ლიბერალიზაცია, NATO-ს სასწავლო-საწვრთნელი ბაზა და ევროასოცირება.


„ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში  ვითარების ნორმალიზება მოხდა. ისტერიკა-კივილი დამთავრდა.  უდანაშაულო ადამიანი ქუჩაში მიდიოდა და დარწმუნებული არ იყო, რომ სახელმწიფოსაგან საფრთხე არ შეექმნებოდა. „ნაციონალური მოძრაობის" დროს ადამიანს ან ქუჩაში დაესხმებოდნენ, ან დაიჭერდნენ. ბიძინა ივანიშვილს ვეთანხმები, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწევები არის, რომლებიც ისე მოხერხდა, რომ რუსების ლანძღვა-გინება შეწყდა. რუსეთი ითმენს ევროასოცირებას, NATO-ს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნას, ამაზე სხვა დროს სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნიდნენ. ვიზა-ლიბერალიზაციას პასუხობენ, ჩვენც შემოვიღებთო, ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგებია" , - განაცხადა ასათიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner