logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ბიძინა ივანიშვილი ძალიან გულწრფელი ადამიანია
- +

8 ივნისი. 2016. 15:24


გახსნილი, ღია და გულწრფელი - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბიძინა ივანიშვილის პერსონას. მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მსგავსი გულწრფელი ლიდერები ქართულ პოლიტიკაში იშვიათია.


„ზოგადად, ივანიშვილი ძალიან გახსნილი, ღია  ადამიანია. მის მიღმა არ არსებობს არაფერი, მე, როგორც სპეციალისტს, მიმაჩნია, რომ ის უნდა იყოს კიდეც გახსნილი. ზოგადად, ასეთი ღია ლიდერები იშვიათია", - განაცხადა გამზარდიამ.


რაც შეეხება ივანიშვილის გუშინდელ შეხვედრას ჟურნალისტებთან, გამზარდიას თქმით, ამ პრესკონფერენციამ კიდევ ერთხელ აჩვენა მედიის პლურალიზმი საქართველოში.


„ივანიშვილის პრესკნფერენციამ პირველ რიგში წარმოაჩინა ის, რომ საქართველოში არის მედიის პლურალიზმი, რასაც ზოგიერთი არ ეთანხმება.

 

აღსანიშნავია, რომ ის სთავაზობს მტრულად განწყობილ მედიასაშუალებებს მასთან ინტერვიუს. ეს წარმოაჩენს იმას, რამდენად თავისუფალია მედიაგარემო. ეს ყველაფერი აჩვენებს  დემოკრატიის ხარისხს საქართველოში გაუმჯობესების მიმართულებით.

მეორე მხრივ, მან  აჩვენა, თუ რამდენად მოტივირებული და მოწადინებულია, რომ წინასაარჩევნო პროცესმა ჩაიაროს დინჯად, მშვიდობიანად", - განაცხადა გამზარდიამ „რეპორტიორთან" საუბრისას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner