ავტორი დინა მირცხულავა
ვინც არ იცის - სასულიერო განათლებას ვიღებდი სამი წელი... ძალიან კარგი მღვდლები მიკითხავდნენ ლექციებს და დღესაც ვმეგობრობ ბევრ მათგანთან... პრობლემები კი ყოველთვის იყო ეკლესიაში და არც მხილება აკლდათ სასულიერო პირებს არასოდეს...
იმ წელს ჩემს კურსზე, სულ ცოტა, ოთხასამდე ბავშვი სწავლობდა... ვისაც განცხადება ჰქონდა შეტანილი, ყველა ჩარიცხა პატრიარქმა... ანუ ყველა ბავშვი, ვინც გამოცდები ვერ ჩააბარა... ხვდებით ხომ ?! რამდენი ბავშვი გადაარჩინა ქუჩაში დგომას.
ასეთი რამ გვითხრა მაშინ - თქვენგან მღვდლებსა და მონაზვნებს თუ არა, კარგ დედებსა და მამებს მაინც გავზრდითო...
მღვდლებიც გამოვიდნენ იმ ჯგუფიდან და ბერებიც... ერთი მათგანი სულ ჩემს გვერდით იჯდა ლექციებზე და ესეც საამაყო მაქვს, იმდენად წესიერი ბერია დღეს სვეტიცხოველში...
ერთხელ სონღულაშვილმა (თუ არ ვცდები) პატრიარქს კრიტიკის წერილი მიწერა, წაკითხვის შემდეგ პატრიარქს უთქვამს, ყველაფერი მართალია, რაც ამ წერილში წერია, მაგრამ სიყვარულით არ არისო დაწერილი...
ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არ არის სიყვარულით... არავინ არ ყვიროდა ამ დღეებში უფლის სიყვარულის გამო...
მე მინდა, რაღაცის მწამდეს, მე მინდა, რაღაც ღირებული დამიტოვოთ...
სულ ესააა...