logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

6 ნოემბერი. 2019. 14:24

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვასა და გასაღების მცდელობაში ბრალდებული თ.მ დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ თ.მ-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 63,4481 გრ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საიდანაც ნაწილი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4,8971 გრ, შემდგომში უკანონო გასაღების მიზნით განთავსებული ჰქონდა ქ.ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციებზე. დროულად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.მ.-მ  ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გასაღება ვერ განახორციელა.

 

სამართალდამცველებმა თ.მ 2019 წლის 24 მაისს, ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე  მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ და  19-260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად  12  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner