ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„კადრი პროტოკოლურ ახსნას საჭიროებს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თურქეთის პრეზიდენტი სტუმარს, რომელიც პირდაპირი წესით არ არის არჩეული, სახელმწიფო დროშას ახვედრებს“, - წერს მძინარაშვილი და ფოტოფაქტებს აქვეყნებს:
ბონდო მძინარაშვილის პოსტს ექსპერტი გია აბაშიძე კომენტარებში ეხმაურება და წერს:
„მხოლოდ პრეზიდენტებსა და მონარქებს უშლის მათ დროშებს. ჩავთვალოთ, რომ საქართველოს ძლიერი პრემიერისადმი პატივისცემა გამოხატა ამ გამონაკლისით...“ - წერს აბაშიძე.