logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 212 471 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
- +

6 ნოემბერი. 2019. 16:17

 

 

საბაჟო-გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული პარფიუმერული და ელექტრო საქონელი აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  212 471.04 ლარი შეადგინა.

 

საქმის მასალები,  შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner