logo_geo
eng_logo
მებაჟე ოფიცრებმა 36 020 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
- +

6 ნოემბერი. 2019. 16:33

 

1-6 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 36 020 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

სგპ „წითელი ხიდზე“ მომხდარი ფაქტების გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner