„ინტერნეტიზაციაზე ბოლო ინფორმაციას გეტყვით, რომ „Open Net“-ის პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ინტერნეტით მთელი საქართველო უნდა დაფაროს, გრძელდება და მისი ძირითადი დამფინანსებელია ფონდი „ქართუ“, - ამის შესახებ „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მაღალმთიან ზონებშიც კი, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ნაკლებია, შესაძლებელი გახდება, მოსახლეობამ რეალური, ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დემოკრატიის სერიოზული ნიშანია.
„ინტერნეტიზაციაზე ბოლო ინფორმაციას გეტყვით, რომ „Open Net“-ის ეს პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ინტერნეტით მთელი საქართველო უნდა დაფაროს, გრძელდება და ძირითადი დამფინანსებელია ფონდი „ქართუ“. რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო ამას კურირებს, თუმცა, ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ამაშია ჩართული საერთაშორისო საბანკო სისტემაც და ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში, თავის დროზე განხორციელდება. თუშეთში ინტერნეტიზაცია დავამთავრეთ, ფშავ-ხევსურეთში და გუდამაყარში ახლა მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ, რომ ასეთ მაღალმთიან ზონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ნაკლებია, იქაც კი გახდება შესაძლებელი, მოსახლეობამ რეალური, ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის დემოკრატიის სერიოზული ნიშანი. ვინც არ უნდა ილაპარაკოს, როგორც არ უნდა ილაპარაკოს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ფაქტები, რაც ხდება, რაც არის რეალობა. რა თქმა უნდა, არის კატეგორია საზოგადოების, რომელიც რატომღაც განწყობილია, რომ მაინცდამაინც სიყალბეს დაუჯერონ და იმედია, ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.