ავტორი ანა ნონიკაშვილი
აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განათლების და მეცნიერების მინიტრის ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჯაველიძის განცხადებით, ყოფილ მინისტრს თამარ სანიკიძეს განათლებასთან და მეცნიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„თამარ სანიკიძის მოღვაწეობას ვიცნობდი და ვამტკიცებდი წერილებით, გამოსვლებით, რომ ეს ქალბატონი მშვენიერია, მაგრამ განათლებასთან და მეცნიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სისტემა, რომელიც ლომაიამ დააფუძნა, მიმართულია პირდაპირ ქართველი ბავშვის სიჩლუნგის გასამტკიცებლად და განათლება საერთოდ მოისპო საქართველოში",- განაცხადა ჯაველიძემ.
განათლების და მეცნიერების ახალ მინისტრთან დაკავშირებით, ჯაველიძემ ასევე აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ალექსანდრე ჯეჯელავა შეძლებს განათლების რეფორმის სასიკეთოდ განვითარებას.
„იმედია, რომ ალექსანდრე ჯეჯელავამ შეძლებს, შემოაბრუნოს ე.წ. განათლების რეფორმა, რომელიც არის დეფორმაცია, ისე, რომ ქართულ ადამიანს წაადგეს, რადგან განათლება არის მთავარი",- განაცხადა ჯაველიძემ.