logo_geo
eng_logo
უხუთის ტყეში, წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს, ზარალი 50 000 ლარს შეადგენს
- +

7 ნოემბერი. 2019. 00:10

 



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი.

 

როგორც „რეპორტიორს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, ამოღებული ნივთმტკიცებულებები - დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს.

 

მურა დათვი წითელ ნუსხაში შეტანილი გარეული ცხოველია, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც 50 000 ლარს შეადგენს. გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადააგზავნეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner