logo_geo
eng_logo
მარტოხელა ქალი ტელეფონს აღარ პასუხობდა, ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
- +

7 ნოემბერი. 2019. 01:23

 

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც “რეგიონული კვირა” სოფელ არბოშიკის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელებზე დაყრდნობით იტყობინება, ცხედარი გარდაცვლილის ძმის შვილმა და მეზობელმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ტელეფონზე აღარ პასუხობდა.

მურად ელოშვილის ინფორმაციით, ქალს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება, ასევე ჩალეწილია ფანჯრები და დამტვრეულია საოჯახო ნივთები.

შვილი ურეკავდა და ტელეფონზე არ პასუხობდა. შემდეგ ახლობელმა და მეზობელმა ქალი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ძალადობას აქვს ადგილი, იმიტომ რომ ფანჯრების მინები ჩამსხვრეული, ნივთები გადმოყრილი იყო. გარდაცვლილი თამარ ბაღაშვილი მარტო ცხოვრობდა. მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა. სკოლასთან ახლოს ღვეზელებს ყიდდა. შეიძლება, გაქურდვის მიზნით შევიდნენ ღამით და ქალი გაგუდეს“, – განმარტავს მურად ელოშვილი.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner