logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო ისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ!
- +

27 თებერვალი. 2016. 23:44


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უშიშროების სხდომაზე ახალ სამხედრო სტრუქტურაზე საუბრობს. საბჭოს შეკრების მიზანი საქართველოს ძალების სტრუქტურაზე შეთანხმება იყო.



„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან საკითხებზე, პირველ რიგში ეს იყო სამხედრო ძალების სტრუქტურა. ახალი სტრუქტურა დავაფუძნეთ, რომლის მიხედვითაც იქნება ორი სარდლობა, აღმოსავლეთის და დასავლეთის. აგრეთვე ვისაუბრეთ იმ ძალიან ნათელ და მტკიცე პოზიციაზე, რომელიც გვაქვს ნატოს მომავალი სამიტის მიმართ და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ, ჩვენი პოზიცია და გზავნილი არის ძალიან ნათელი. საქართველო ესწრაფვის ნატოში გაერთიანებას და ამისთვის განხორციელდება მომავალი ჩვენი მუშაობა მომავალი სამიტის თვალსაზრისით. ეს პოზიცია არის ერთიანი და ამ პოზიციას გაატარებს ყველა სახელმწიფო უწყება." -განაცხადა მარგველაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner