საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე საოკუპაციო ხაზის გადმოწევას გამოეხმაურა.
„სამწუხაროა, როცა მეზობელი სახელმწიფო ყველა საერთაშორისო ნორმას იგნორირებას უწევს და მეზობლობის არანაირ წესს არ აღიარებს, რუსეთი რომ აგრესორია, სადავო აღარ არის. სამწუხაროდ, რუსეთთან დიალოგის არანაირი მექანიზმი არ გაგვაჩნია, მასთან ამ პრობლემებზე საუბარს აზრი არ აქვს",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.