logo_geo
eng_logo
„საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს
- +

7 ნოემბერი. 2019. 11:19

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წყალგამანაწილებელი არხის აღდგენითი სამუშაოები.

 

პროექტის ფარგლებში დანალექი გრუნტისაგან და ბუჩქნარისაგან გაიწმინდა   არხის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი; მოეწყო მონოლითური ბეტონის ბორდიური. ამ დროისთვის მიმდინარეობს არხის ფერდებისა და ძირის მონოლითური ბეტონით შევსება და ტორკრეტირება.

 

მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე.

 

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში   330 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. 

 

პროექტის ღირებულებაა 4 888 850 ლარი.

 

სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner