logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: წინა მთავრობას „ოცნება“ ასი წელი მირჩევნია
- +

8 ივნისი. 2016. 15:59


 

იმ მთავრობას ოცნება" ასი წელი მირჩევნია", - ამის შესახებ დავით ოქიტაშვილი „ვერსიასთან" ინტერვიუში აცხადებს.  კულტურის პალატის ხელმძღვანელის თქმით, დღეს საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლის არ ეშინია. 


 

ჩემს შვილს გარეთ რომ გავუშვებ, ვიცი, სახლში დაბრუნდება და ვიღაც ქუჩაში არ დაიჭერს ან რომელიმე ჩემს მეგობარს ღამე ნოტარიუსთან არ წაიყვანენ და ქონებას არ წაართმევენ. პირველი დამსახურება, რაც ოცნებას" მიუძღვის, ისაა, რომ მკვლელები მოგვაშორა! ისე, მხოლოდ პროკურატურაში კი არა, თუნდაც კულტურისა თუ განათლების სამინისტროში ნაციონალები არიან ჩაბუდებულები. როცა ვკითხულობ, როგორ შეიძლება, კიდევ ისინი მუშაობდნენ-მეთქი, მპასუხობენ, შენ, რა, დიქტატორი ხარ და მათი სამსახურიდან გაყრა გინდაო?! ამას არ ვამბობ, მაგრამ, გახსნილად პირველად ვლაპარაკობ და ამ ადამიანებს მივმართავ: თუ ქართული ოცნება" არ მოგწონთ, როგორ შეიძლება, მასთან მუშაობდეთ? ნინა წკრიალაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ - კულტურის სამინისტროდან არავის გაუგდია, მაგრამ, როცა ქართული ოცნება" მოვიდა, თქვა, მხარს არასოდეს გიჭერდი, არც დაგიჭერო და განცხადება დაწერა", - განაცხადა ოქიტაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner