logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: ვაფასებ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას როგორც განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
- +

7 ნოემბერი. 2019. 11:47

 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

 

„მინდა, გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.

 

ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა  პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ  პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner