logo_geo
eng_logo
„ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ ხდება გაკეთებული საქმის ადეკვატურად გაშუქება"
- +

8 ივნისი. 2016. 16:11


 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია განცხადებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაკეთებული საქმის ადეკვატურად გაშუქებას.



ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ ხდება გაკეთებული საქმის ადეკვატურად გაშუქება, რაც არანაირად არ ამართლებს ამ მთავრობას. თუ გააკეთე, უნდა გააშუქო კიდეც და თუ ვერ აშუქებ, ეს შეიძლება გადამწყვეტი იყოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს. აქ ვხედავ უდიდეს პრობლემას", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი შეხვედრის შეფასებისას.



მან განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელებული პროექტების შედეგები, რიგ შემთხვევებში უკეთესია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ არა ყველაფერში.



უპირატესობის მხრივ შიძლება გამოვყოთ, რომ შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი, დაიგო მეტი გზა, აშენდა ახალი საწარმოები, დიდი ყურადღება თმობ განთლების დაფინანსებას, რადგან მილიარდამდე გაიზარდა ამ სექტორის ბიუჯეტი. ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ჩაეყარა საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო სამეცნიერო მიმართულებით განვითარებადი ქვეყნების რიცხვში ჩაწერება", - განაცხადა ჭარაიამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, არის გარკვეული ხარვეზებიც.



მისი თქმით, ეროვნული ვალუტის საკითხთან დაკავშირებით მთავრობა არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მას მეტის გაკეთება და ეროვნულ ბანკზე მეტი ზეწოლის განხორციელება შეეძლო.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner