logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: 2007 წლის 7 ნოემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე
- +

7 ნოემბერი. 2019. 15:02

 

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასა და „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

„სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფეხქვეშ გათელა ჩვენი საზოგადოების ყველაზე მთავარი მონაპოვარი და ღირებულება - სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება და ჩვენი ამოცანაა, არასდროს დავუშვათ მსგავსი მოქმედება და ყოველთვის უზრუნველვყოთ სიტყვის და გამოხატვის დაცვა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner