„საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასა და „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფეხქვეშ გათელა ჩვენი საზოგადოების ყველაზე მთავარი მონაპოვარი და ღირებულება - სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება და ჩვენი ამოცანაა, არასდროს დავუშვათ მსგავსი მოქმედება და ყოველთვის უზრუნველვყოთ სიტყვის და გამოხატვის დაცვა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.