ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი პიარი თავად ბიძინა ივანიშვილია", - ამის შესახებ ომარ ნიშნიანიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ პრესკონფერენციაზე საუბრისას „რეპორტიორს" განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ამომრჩეველთან ურთიერთობის ივანიშვილისეული სტილი, რაც გულწრფელობაზე დაფუძნებული, გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა გადმოიღოს.
„მას ახასიათებს უშუალობა, სიმართლე, გულწრფელობა, რაც ასე აკლია ქართულ პოლიტიკას. თუ ჩვენ გვინდა წარმატება, სწორედ ეს სტილი უნდა ავიღოთ და დავამკვიდროთ. უნდა ვიყოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე ძალიან უშუალოები და მართლები. სწორედ ამას ამკვიდრებს ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან", - განაცხადა ნიშნიანიძემ.