logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი შლეიფით ბეჭზე სამარცხვინოდ დასცა
- +

8 ივნისი. 2016. 16:23



„ბიძინა ივანიშვილი არის ამ ხელისუფლების გულშემატკივარი და მხარდამჭერი, რადგან სწორედ მისი მემკვიდრეა ეს ხელისუფლება", - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს. პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებას, რომ ყოფილი პრემიერი არაფორმალურ მმართველად რჩება, მაღრაძე არ ეთანხმება.


„ივანიშვილი ქვეყნის ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობს, გაერიდა ამ საქმეს. ამის დასტური მგონია ის, რომ არც „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი შევსების და არც განათლების ახალი მინისტრის დანიშვნის ინიციატორი, ჩემი აზრით, ივანიშვილი არ ყოფილა. თუ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას ივანიშვილს მოუსმენენ და ჭკვიანი კაცის აზრს გაითვალისწინებენ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ ის არ არის ჭკვიანი, როგორც ამის წარმოჩენას „ნაციონალები" ცდილობენ, მაშ, რას წარმოადგენენ თვითონ, როდესაც ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა" თუ „უძრაობა" მთელი თავისი შლეიფით ბეჭზე ასე სამარცხვინოდ დასცა..." - განაცხადა მაღრაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner