logo_geo
eng_logo
კორპუსის მეათე სართულიდან 23 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
- +

7 ნოემბერი. 2019. 20:38

 

ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მდებარე მშენებარე კორპუსის მე-10 სართულიდან  დღეს, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, 23 წლის მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა.  ბაგირი იმ დროს გაწყდა, როცა მუშა შენობის ფასადს ღებავდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მასთან ერთად ამწეზე, კიდევ ერთი მუშა იმყოფებოდა, რომელმაც აივანზე გადახტომა მოასწრო. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „მედ ცენტრში“ გადაიყვანა. კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. მას მრავლობითი სახის, სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობები აღენიშნებოდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.


კორპუსი, რომელიც არაა ჯერ ექსპლუატაციაში მიღებული, დღესვე დაათვალიერეს შრომის ინსპექტორებმა, სამღებრო სამუშაოები შეჩერებულია. ახლა სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ ხორციელდებოდა თუ არა ბაგირის მდგრადობის კონტროლი. ეს საქართველოში წელს სამშენებლო ობიექტზე დაღუპვის 37-ე შემთხვევაა.

გამოძიება დაწყებულია, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი გამოკითხვაზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

 

 

 

 

წყარო: ajaratv.ge

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner