logo_geo
eng_logo
რა ეთიკური შეზღუდვები ვრცელდება ადვოკატებზე სოციალურ მედიაში და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მოსამართლეებთან დიალოგი
- +

7 ნოემბერი. 2019. 21:40

 


 2019 წლის 8 ნოემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადვოკატთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ ადვოკატთა ასოციაციების პრეზიდენტები და ადვოკატები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, აგრეთვე, პროფესიულ საერთაშორისო ორგანიზაციათა მაღალი დონის წარმომადგენლები. ამგვარი შეკრების მიზანია კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება თანამედროვეობის მწვავე საკითხებზე.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ხოსე დე ფრეიტასი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და იურიდიული გაერთიანებების საბჭოს პრეზიდენტი.

 

400-ზე მეტ დელეგატს მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერთოს დისკუსიაში, რომელიც 3 ძირითადი ასპექტის გარშემო გაიმართება: ადვოკატების დამოუკიდებლობა, დიალოგი სასამართლოსთან და ეთიკური შეზღუდვები სოციალურ მედიაში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, ხორცშესხმული ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2016 წლიდან ჩამოყალიბდა, როგორც ტრადიციული პლატფორმა კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარებისათვის, რაც საშუალებას აძლევს ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლებს, იმსჯელონ გამოწვევებზე და ერთად ეძიონ გამოსავალი.

 

კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner