logo_geo
eng_logo
რუსეთი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ახალ სამხედრო ბაზას ააშენებს
- +

8 ივნისი. 2016. 16:41


სააგენტო „როიტერის" მიერ გავცრელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ახალ სამხედრო ბაზას ააშენებს.


ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცისთან, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს, უკვე გაშლილია იმპროვიზირებული სამხედრო ბანაკი, სადაც იმყოფებიან დიდი რაოდენობით სამხედროები და ასევე, მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა.



სააგენტოს ცნობით, ბანაკის გაშლა სწორედ სამხედრო ბაზის მშენებლობას უკავშირდება.



რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბანაკში 240 სამხედრო ჩავიდა.



ქალაქი კლინცი კიევიდან 280 კილომეტრში მდებარეობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner