მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია Ryanair საქართველოშია. მან პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულა!.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფეისბუქჩართვაში საზოგადოებას ამცნო, რომ Ryanair-მა მარსელი-ქუთაისის რეისი შეასრულა.
ჩოგოვაძის თქმით, საქართველოში Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს მეტი უცხოელი ტურისტის ჩამოსვლას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები ევროპის მიმართულებით დაბალი ტარიფით იმგზავრებენ.