logo_geo
eng_logo
„შინდისის გმირების მემორიალის“ შექმნაში ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთვება
- +

8 ივნისი. 2016. 16:43


ავტორებმა მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძემ და არქიტექტორმა ტარიელ ჩიგოგიძემ  „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „შინდისის გმირების მემორიალის" დასრულების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტი უნდა ჩაერთოს მემორიალის შექმნაში. ჭავჭავაძის განცხადებით, 8 წლის განმავლობაში კეთდება ძეგლი და თუ ფინანსებთან დაკავშირებით დაბრკოლება არ წარმოიქმნება, „შინდისის გმირების მემორიალი" 2017 წელს შინდისში დამონტაჟდება.


„8 წელიწადია ეს ძეგლი კეთდება და არანაირი ხელშეწყობა არ ყოფილა ხელისუფლებისგან, სანამ „ქართული ოცნება" არ მოვიდა ხელისუფლებაში. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით  დაიწყო მოძრაობა ყველა მუნიციპალიტეტიდან დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით.   თუ დაფინანსებაში დაბრკოლება არ იქნება, გაისად ძეგლი შინდისში  ბრინჯაოში დამონტაჟებული იქნება",- განაცხადა ჭავჭავაძემ.


„შინდისის გმირების მემორიალი" არის სამსართულიანი პორტრეტული ძეგლი, ხორუმის თემაზე აგებული, რომელიც შედგება 17 გმირისგან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner