logo_geo
eng_logo
ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა გამოვლინდა
- +

8 ნოემბერი. 2019. 13:05

 

 

7 ნოემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის  სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.

 

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner