logo_geo
eng_logo
ჩინური კომპანია: საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არა მხოლოდ პროდუქციის ექსპორტით, არამედ წარმოებითაც ვართ დაინტერესებული
- +

8 ნოემბერი. 2019. 13:49

 

 

„საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქცის ექსპორტით, არამედ პროდუქციის წარმოებითაც“, - ამის შესახებ ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიის „Xinle Electrical Appliance“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ში სინქიანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მათი კომპანია საქართველოში ბიზნესის დაწყების გზებს ეძებს.

 

„ვფიქრობთ, საქართველოში ძალიან კარგი მომავალი გვაქვს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქციის ექსპორტით, არამედ წარმოებით“, - აღნიშნა ში სინქიანმა.

 

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში უცხოელი, მათ შორის ჩინელი ინვესტორებისთვის არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე  ისაუბრა. აღინიშნა, რომ იმ კომპანიებს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს, დაასაქმებს საქართველოს მოსახლეობას, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანონ.

 

ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ასოციაციას 10 ათასამდე კომპანიას აერთიანებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner