ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 28 წლის ზაქრო ბუთხუზი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
28 წლის ზაქრო ბუთხუზი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს, დღეს გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, ის ამ დროისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.