logo_geo
eng_logo
პროკურორი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გარდა, საუბარია წინმსწრებ დანაშაულზე...
- +

8 ნოემბერი. 2019. 14:51

პროკურორმა გიორგი მიქავამ ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ მტკიცებულებების მიხედვით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გარდა, საუბარია წინმსწრებ დანაშაულზე, კერძოდ კი თაღლითობის შემადგენლობაზე.

 

„აქ საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე და გარდა ამისა, წინმსწრებ დანაშაულზე, კერძოდ, თაღლითობის შემადგენლობაზე. რაც შეეხება ტრანზაქციების თემას, ბრალდების მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ აღნიშნულის კვალიფიკაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად მოხდა იმ მიზეზით, რომ ეს იყო დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონება. ფინანსური ტრანზაქციებით, მათ შორის, ფიქციური ხელშეკრულებების გაფორმებით, მათ მოახდინეს აღნიშნული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ლეგალიზაცია, ანუ მისი გათეთრება“, - განაცხადა გიორგი მიქავამ.

 

პროკურორმა აღნიშნა, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 2 დეკემბერს ჩაინიშნა, მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner