logo_geo
eng_logo
შსს: დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა მიმდინარეობს
- +

8 ნოემბერი. 2019. 14:52

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ცაციაშვილი დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ განცხადებას გამოეხმაურა. ცაციაშვილის განცხადებით, განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა სამინისტრომ უკვე დაიწყო.

 

„რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner