logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: 70 წლის შემდეგ NATO უნდა გაფართოვდეს და შეიცვალოს...
- +

8 ნოემბერი. 2019. 17:24

 

 

„70 წლის შემდეგ NATO უნდა გაფართოვდეს და შეიცვალოს, თუ მას სურს უპასუხოს რეალობას და დღეს არსებულ გამოწვევებს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა.

 

„NATO აქტუალობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ ის ეფექტურად ვერ უპასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებს“, – აღნიშნა პომპეომ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამავე გამოსვლაში გააკრიტიკა ჩინეთიც. მისი თქმით, ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეი“ არ არის სანდო და ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინსტრუმენტი“.

 

„ჩინეთის კომუნისტური პარტია ავტორიტარიზმის სრულიად ახალ ხედვაზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს დიდი ხანია, არ უნახავს. ჩინეთის კომუნისტური პარტია ისეთ ტაქტიკას და მეთოდებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის მცხოვრებლებს საზარელ მოგონებებს უღვიძებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner