იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ზოგიერთი გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსი ვიზა-ლიბერალიზაციის გადავადების არგუმენტად შენგენის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ასახელებს.
მინისტრის თქმით, საქართველომ გაატარა ყველა რეფორმა, რომელიც ევროკავშირმა სამოქმედო გეგმით მოითხოვა.
„ახლა არის ჯერი დიდ ქვეყნებზე, რომ მათ მიიღონ ქართველი ხალხის წინაშე სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ზოგიერთი გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსი ვიზა-ლიბერალიზაციის გადავადების არგუმენტად შენგენის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ასახელებს, თუმცა, გვჯერა, რომ ევროკავშირი ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.